კახა კუკავა: როგორ შეიძლება, ხელისუფლებამ ილაპარაკოს იმაზე, რომ მძევალი “ნაცია” თუ “ქოცი”, ან რა უნდათ იქ მაჟორიტარობის კანდიდატებს?!

როგორ შეიძლება, ხელისუფლებამ ილაპარაკოს იმაზე, რომ მძევალი “ნაცია” თუ “ქოცი”, ან რა უნდათ იქ მაჟორიტარობის კანდიდატებს?! – ამის შესახებ “თავისუფალი საქართველოს” ლიდერმა კახა კუკავამ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

“ჩვენ ერი არ ვართ, ჩვენ ვართ რომანებში რომ არის აღწერილი, როდესაც ჰუგენოტები და კათოლიკები ერთმანეთს ხოცავდნენ 16-17-ე საუკუნეში. როდესაც ტერორისტს თუ რეკეტიორს ბანკის შენობა აქვს აღებული და იქ ჩვენი მოქალაქეები არიან, როგორ შეიძლება, რომ ან ხელისუფლებამ ილაპარაკოს იმაზე, რომ მძევალი “ნაცია” თუ “ქოცია”, ან რა უნდათ იქ, როდესაც მაჟორიტარობის კანდიდატები მიდიან და ბრიფინგს ატარებენ?! რამდენიმე საათი არ შეგვიძლია დავივიწყოთ, რომ “ნაცები” და “ქოცები”, ხელისუფლება და ოპოზიცია ვართ?! მორალური მხარდაჭერაა, რასაც ვუყურებთ, როდესაც “მარშმა” და “ევროპელებმა” ცხვირ-პირი დაამტვრიეს ერთმანეთს?!

ახლანდელი გადმოსახედიდან რომ ვუყურებ, 2008 წლის აგვისტოში ძალიან პასუხისმგებლიანი ოპოზიცია ვიყავით, როდესაც შემოიჭრა რუსეთი, მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილს დასანახად ვერ ვიტანდით ყველა პარტიამ ვთქვით, რომ სანამ ეს არ დამთავრდება ხმას არ ამოვიღებთ. დამთავრდა ჩვენი ოპოზიციონირება იქ. პირველმა გამყრელიძემ თქვა ეს და მერე ყველა ამ პოზიციაზე დავდექით.

გგონიათ, რომ ტეხასში ან ნიუ იორკში, რომ ბანკის შენობა აიღონ, იქ მივა ტრამპი და ბაიდენი და განცხადებებს გააკეთებენ?! მე არ მგონია ასე”, – განაცხადა კახა კუკავამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად