კახა კუკავა: “რესპუბლიკელები” სხვა პარტიის უფლებების შეზღუდვას ითხოვენ

"თავისუფალი საქართველოს"ლიდერის, კახა კუკავას განმარტებით, ქართული საარჩევნო პრაქტიკის ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც ერთი პოლიტიკური პარტია სხვა პარტიის უფლებების შეზღუდვას ითხოვს.

"ქართული საარჩევნო პრაქტიკის ისტორიაში პირველი პრეცენდენტია, როდესაც პოლიტიკურ პარტიას ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ შეაქვს საჩივარი სასამართლოში და მოითხოვს სხვა პარტიის უფლებების შეზღუდვას",- განაცხადა კუკავამ. 

ცნობისთვის, "რესპუბლიკურმა პარტიამ" ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. აღნიშნულის მიზეზი კი ის გახდა, რომ "რესპუბლიკელების" განცხადებით, "პატრიოტთა ალიანსსა" და "ახალ მემარჯვენეებს" საარჩევნო ნომერი წილისყრის გარეშე მიენიჭათ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად