კახა კუკავა: მე და გახარია მოვილაპარაკებთ, ბოლოს და ბოლოს ერთი სოფლიდან ვართ

"სააკაშვილს საქართველოში დაბრუნებაში ხელს შევუწყობ, ოღონდ ხელბორკილებით. ამასთანავე შევქმნი სპეციალურ დანაყოფს ძალოვან სტრუქტურებში, რომელსაც დაევალება სააკაშვილის დაკავება", – ასე პასუხობს "თავისუფალი საქართველოს" საპრეზიდენტო კანდიდატი კახა კუკავა "აიპრესის" კითხვას იმაზე, რომ  სააკაშვილი მარგველაშვილს ადანაშაულებს რომ ჩამოართვა მოქალაქეობა. რას ფიქრობს ამ საკითხზე და ხომ არ აღუდგენს მას საქართველოს მოქალაქეობას?

კითხვაზე, რანაირად შექმნის სპეციალურ დანაყოფს, მაშინ როცა პრეზიდენტს არ აქვს ამის უფლებამოსილება? – პასუხობს:

"უშიშროების საბჭოს მოვიწვევ, დავუძახებ შს მინისტრს და თავდაცვის მინისტრს და მოვახერხებ. ნუ დაიწყებ იურიდიულ დეტალებში შესვლას. სულ პატარა თანამდებობა მქონდა და 1 საათში ინგლისური რეკლამები ჩამოვხსენი.

მე და გახარია მოვილაპარაკებთ, ბოლოს და ბოლოს ერთი სოფლიდან ვართ", – განაცხადა კახა კუკავამ ჩვენთან ინტერვიუში, რომლის სრულ ვერსიასაც მკითხველს დღეს საღამოს შევთავაზებთ".

კომენტარები
იტვირთება...