კახა კუკავა: “ლეიბორისტები” არა მარტო “ენმ”-ის, არამედ ოქრიაშვილის პოზიციებსაც იზიარებენ

“ლეიბორისტები” არა მარტო “ენმ”-ის, არამედ ოქრიაშვილის პოზიციებსაც იზიარებენ, – ამის შესახებ “თავისუფალი საქართველოს” ლიდერმა კახა კუკავამ “აიპრესთან” ინტერვიუში განაცხადა, რომლის სრულ ვერსიასაც მკითხველს მოგვიანებით შევთავაზებთ.

კახა კუკავა: ვხედავთ, რომ „ლეიბორისტული პარტია“ დღეს არის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მაჟორიტარული ალიანსში. ისინი იზიარებენ არა მარტო „ნაცმოძრაობის“ პოზიციებს, არამედ კახა ოქრიაშვილის პოზიციებსაც. როდესაც მკითხეთ მედიკამენტებზე და გითხარით ჩემი გაკეთებული საქმე, ამ დროს ისინი მხარს უჭერენ კახა ოქრიაშვილს დმანისის მაჟორიტარული ოლქში.

_ როგორ უჭერენ, არ ადევნებთ მათ განცხადებებს თვალ-ყურს?

_ განცხადებებს კი აკეთებენ, მაგრამ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მაჟორიტარული შეთანხმება ხომ აქვთ?! გასაგებია, რომ ამბობენ ამომრჩევლის დასანახად, რომ კახა ოქრიაშვილი ცუდი ბიჭია, მაგრამ მაშინ დაუყენონ მას კონკურენტი. ჩვენ დავუყენეთ.

სტატიის ავტორი იაგო ნაცვლიშვილი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად