კახა კუკავა: ბიძინა ივანიშვილს სულ ვირთხები და ვირთხები ესიზმრება

საკონსტიტუციო კომისიაში შეტანილ ახალ ინიციატივას აპროტესტებს პარტია "თავისუფალი საქართველოს" თავმჯდომარე, კახა კუკავა.  მისი თქმით, შესაძლოა მომავალ საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო ბლოკებმა მონაწილეობა ვეღარ მიიღონ, – ამის შესახებ კუკავამ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან განაცხადა. 

„ბიძინა ივანიშვილი, უნდა ითქვას, რომ ტაქტიკურად სწორად აფასებს ვითარებას. ის ძალიან კარგად ხვდება, რომ მისი ხელისუფლების დემონტაჟი დამოკიდებული არის სწორედ ოპოზიციურ ერთიანობაზე და ეს კოშმარი მას არ აძლევს მოსვენებას. ამიტომ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ არ შედგეს ოპოზიციური ერთობა. თქვენ გაიხსენეთ ბოლო არჩევნები და ორივე ოპოზიციური სუბიექტი, რომელიც შევიდა პარლამენტში შევიდა ბლოკის სახით და მე შეგახსენებთ იმასაც, რომ ხელისუფლების ყველა ცვლილება, დაწყებული ზვიად გამსახურდიადან, დამთავრებული ბიძინა ივანიშვილით, ეს იყო ოპოზიციური ბლოკები. ამიტომ მას უკვე, როგორც ჩანს, დაეწყო და სულ ვირთხები და ვირთხები ესიზმრება ახლა და ფიქრობს, თუ როგორ და რა ფორმით მოხდება მისი ხელისფულების აღსასრული და ცდილობს აღკვეთოს ოპოზიციის გაერთიანების ნებისმიერი მცდელობა“ – განაცხადა კახა კუკავამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...