კახა კუკავა: არჩევნებზე 3-დან 5%-მდე ველოდებით

“თავისუფალი საქართველოს” ლიდერი კახა კუკავა აცხადებს, რომ არჩევნებზე 3-დან 5%-მდე ელოდება. ამბობს, რომ მის პარტიას მათ მიერ დაკვეთილ სოციოლოგიურ კვლევებში 3%-ზე ცოტა მეტი აქვს. ეს განცხადება პოლიტიკოსმა “აიპრესთან” ინტერვიუში გააკეთა, რომლის სრულ ვერსიასაც მკითხველს მოგვიანებით შევთავაზებთ.

_ რა მოლოდინები გაქვთ? რამდენ პროცენტს ელოდებით არჩევნებზე?

_ სოციოლოგიური გამოკითხვების მიხედვით გვაქვს 3%-ზე ცოტა უფრო მეტი.

_ რომელი გამოკითხვებით გაქვთ 3%-ზე მეტი?

_ ობიექტური, რომელსაც ჩვენ თვითონ ვუკვეთავთ და სხვადასხვა სოციოლოგიური კომპანიებიც აქვეყნებენ, ზოგი სოციალურ ქსელში და ზოგი ტელევიზიით. 3%-ზე ცოტა მეტი გვაქვს, მაგრამ ტრადიციულად ჩვენი პარტია უფრო მეტს იღებს, ვიდრე სოციოლოგიურ გამოკითხვებში. მაგალითად, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ჩვენ 1.5% ავიღეთ, ხოლო 3% თბილისში. მაშინ არცერთ კვლევაში ჩვენ მითითებული არ ვიყავით – არც „ედისონ რისერჩში“, არც „ენ-დი-აი“-ში, ან „აი-არ-აი“-ში. ახლა როდესაც მითითებული ვართ, გვაქვს მოლოდინი, რომ ამ მითითებულ პროცენტზე ცოტა მეტს ავიღებთ.

_ ანუ, 5%-მდე ელოდებით?

_ 5% კარგი შედეგი იქნება. 3-დან 5%-მდე ველოდებით.

სტატიის ავტორი იაგო ნაცვლიშვილი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად