კახა კოჟრიძე: რუსთავი 2-ის 60% წილს კვლავ ყადაღა ადევს

ამის შესახებ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის დამფუძნებლების, ჯარჯი აქიმიძის და დავით დვალის ადვოკატი კახა კოჟორიძე სოციალურ ქსელში წერს.

“რუსთავი 2-ის საქმეზე ინფორმაცია: ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის სარჩელი სასამართლოში კვლავ წარმოებაშია მიღებული და რუსთავი 2-ის 60% წილს კვლავ ყადაღა ადევს. ასე რომ, ბრძოლა გრძელდება. და ეს ბრძოლა აუცილებლად წარმატებით დასრულდება! ✌️

პ.ს. 2 კვირის წინ სასამართლომ განცხადება გაავრცელა იმის შესახებ, რომ რუსთავი 2-ის საქმე განუხილველი დარჩა და ყადაღა გაუქმდა. მაგრამ 2 დღის წინ სარჩელი რომ წამოებაში იქნა მიღებული და ყადაღა ისევ დაედო, სპეციალურად დაველოდე, მაგრამ ამის შესახებ არაფერი თქვა. როგორც ჩანს, სასამართლომ მხოლოდ განუხილველად დატოვება მიიჩნია საზოგადოებისათვის საინტერესო ინფორმაციად 🙂” – წერს კახა კოჟორიძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად