კახა კოჟორიძე: უზენაესის კანდიდატებზე ივანიშვილის დუმილი შეიძლება თანხმობად ჩავთვალოთ

უზენაესის კანდიდატებზე ივანიშვილის დუმილი შეიძლება თანხმობად ჩავთვალოთ, – ასე პასუხობს მეოთხე პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ყოფილი მრჩეველი მართლმსაჯულების საკითხებში, იურისტი კახა კოჟორიძე “აიპრესის” კითხვას იმაზე თუ რა რა მთავარი გზავნილი დაინახა ბიძინა ივანიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მისი თქმით, სასურველი იყო ივანიშვილს ამ თემაზე პოზიცია გაეჟღერებინა, თუნდაც კონკრეტული გვარების გარეშე.

“ივანიშვილის განცხადებაში ჩემთვის მთავარი იყო ის, რომ ბიძინა ივანიშვილს ამ ათკაციან სიასთან დაკავშირებით პოზიცია არ გამოუთქვამს. არც ის უთქვამს, რომ ეს სია მისაღებია და არც ის, რომ მისაღები არ არის. შესაძლოა დუმილი თანხმობის ნიშნად ჩავთვალოთ. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მას ეს სია მოსწონს. ეს მხოლოდ ვარაუდია და კარგი იქნებოდა პოზიცია დაეფიქსირებინა. თუ არ დააფიქსირებდა, შეიძლება რაღაც გარკვეულ უხერხულობას გრძნობდეს, რომ მოქმედ მოსამართლეებთან პოზიცია დააფიქსიროს, არ ვიცი. მაგრამ, მაშინ ზოგადი განცხადება იქნებოდა სასურველი. მაგალითად ასეთი შინაარსის, მას რომ ეთქვა, რომ ის მოსამართლეები, რომლებიც წლების განმავლობაში უსამართლო გადაწყვეტილებებს იღებდნენ, მათი ეს გადაწყვეტილება სამართლის იდეაზე, თუ საამრთლებრივი ღირებულებებისადმი შერჩევა-დანიშვნის პროცესში უნდა იყოს გათვალისწინებული. ეს მესიჯი მის განცხადებაში არ ჩანს”, – განაცხადა კახა კოჟორიძემ “აიპრესთან” ინტერვიუში.

ინტერვიუს მკითხველს მოგვიანებით შევთავაზებთ.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...