კახა კოჟორიძე: მელიას საქმეზე მოსამართლე გადაწყვეტილებას პოლიტიკური დღის წესრიგით მიიღებს

მოსამართლეს მელიას პატიმრობის საფუძველი არ აქვს, მაგრამ ნებისმიერ გადაწყვეტილებას პოლიტიკური დღის წესრიგის შესაბამისად მიიღებს, – ამის შესახებ “აიპრესთან” ინტერვიუში “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კოჟორიძემ განაცხადა, რომელთან ინტერვიუს სრულ ვერსიასაც მკითხველს მოგვიანებით შევთავაზებთ.

_ მელიას საქმეზე დღეს გადადებული პროცესიდან გამომდინარე რა შთაბეჭდილება გრჩებათ და რა მოლოდინი გაქვთ 13 აპრილის პროცესისგან?

_ შთაბეჭდილებები შეიძლება განსხვავებული იყოს, მაგრამ ის, რომ მოსამართლე თავისუფალი დამოუკიდებელი არ და ვერ იქნება, ეს არავისში ეჭვს არ იწვევს. არა მგონია, რომ ამ ქვეყანაში არსებობდეს, რომელიმე ადამიანი, რომელსაც ელემენტარული წარმოდგენა აქვს რა ხდება ქვეყანაში და აქვს ობიექტურობის განცდა, წარმოუდგენელია მან თქვას, რომ ამ საქმეში მოსამართლე თავისუფალი იქნება. რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს მოსამართლემ ის იქნება პოლიტიკური დღის წესრიგით ნაკარნახევი. რა თქმა უნდა, ხელისუფლებისგან კარნახს ვგულისხმობ.

მე როგორც იურისტი სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ აქვს მელიას პატიმრობაში ყოფნას, ან ახლა დატოვებას. ამ თემაზე საპირისპირო აზრის მქონე ნებისმიერ ადამიანს შემიძლია ავუხსნა საჯარო დისკუსიით. რასაც ახლა მე ვამბობ, ამას ამბობენ იურისტები, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები, სახალხო დამცველი… ერთადერთი, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს, ეს არის პროკურატურა.

ცნობისთვის, მელიას საქმეზე სასამართლო პროცესი 13 აპრილისთვის გადაიდო. მოსამართლემ ეს გადაწყვეტილება დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე მიიღო, რათა პროცესს თავად ბრალდებულიც დაესწროს.

სტატიის ავტორი იაგო ნაცვლიშვილი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...