კახა კოჟორიძე: კრიტერიუმები და პროცედურები ბრჭყვიალა ქაღალდის ფუნქციას შეასრულებს

“ილია ჭავჭავაძე დუშეთში მომრიგებელ მოსამართლედ რომ ინიშნებოდა, მას არ უთქვამს, რომ ყველა კრიტერიუმს ვაკმაყოფილებო. ესენი ამბობენ, რომ ყველა კრიტერიუმს ვაკმაყოფილებთო. აქედან გამომდინარე, რა იმედის მომცემ სიტუაციაზე შეიძლება იყოს საუბარი?!”, – ამის შესახებ იურისტმა კახა კოჟორიძემ განაცხადა.

კახა კოჟორიძე ამბობს, რომ საბოლოო ჯამში, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარმოდგენილ უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატების სიაზე უარის თქმას არავინ აპირებს.

“შეიძლება რაღაც პროცედურებით იმ სიის ამ ფორმით დამტკიცება არ მოხდეს, მაგრამ მოხდეს სხვა ფორმით დამტკიცება. ახლა საუბარია გარკვეულ კრიტერიუმებსა და პროცედურებზე. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ კრიტერიუმები და პროცედურები ამ შემთხვევაში შეასრულებს იმ ბრჭყვიალა ქაღალდის ფუნქციას, რომელიც ლამაზად შეფუთავს იმას, რაც არავის მოსწონს საქართველოში”, – განაცხადა კახა კოჟორიძემ “რუსთავი 2”-თან.

ცნობისთვის, დღეს პარლამენტში, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იუსტიციის უმაღლესო საბჭოს მდივანს გიორგი მიქაუტაძეს შეხვდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მოსამართლეების არჩევის პროცედურებსა და კრიტერიუმებს შეიმუშავებენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...