კახა კოჟორიძე: გაიხსენოს „ოცნებამ“, რომ პოლიტიკის მთავარი ადრესატი ადამიანია

სახელმწიფოს ინტერესია, გაუთავებელი კინკლაობა და მოლაპარაკებები დასრულდეს სწორი შედეგით, – ამის შესახებ “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კოჟორიძემ “აიპრესთან” ინტერვიუში განაცხადა, რომლის სრულ ვერსიასაც მკითხველს მოგვიანებით შევთავაზებთ.

“სანამ ოპოზიციის გეგმებზე ვისაუბრებ, იქამდე ვიტყვი, რომ მთავარია სახელმწიფოს ინტერესი რა არის. სახელმწიფოს ინტერესია, გაუთავებელი კინკლაობა და მოლაპარაკებები დასრულდეს სწორი შედეგით, რომელიც ქვეყანას დაეხმარება იმაში, რომ გამოვიდეს პოლიტიკურ-სამართლებრივ-ეკონომიკური კრიზისიდან. დიდი იმედი არ მაქვს, მაგრამ იქნებ გაიხსენოს „ქართულმა ოცნებამ“, რომ პოლიტიკის მთავარი ადრესატი არის ადამიანი. „ოცნება“ კი დღის წესრიგიდან აქრობს ჩვენი მოქალაქეების მთავარ საჭიროებას”, – ამბობს კოჟორიძე.

კითხვაზე, – ოპოზიციას გახსოვთ ხალხი? – კახა კოჟორიძე პასუხობს, რომ დიახ.

“დიახ გვახსოვს და ჩვენი მთავარი ინტერესი არის ხალხი”, – თქვა კახა კოჟორიძემ.

სტატიის ავტორი იაგო ნაცვლიშვილი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...