კახა კაჭარავა “დინამოდან” გაუშვეს

კახა კაჭარავას “ჩიხურასთან” განცდილი მარცხი აღარ აპატიეს

კახა კაჭარავას ნაცვლად, “დინამო თბილისს” სეზონის ბოლომდე ზაურ სვანაძე გაწვრთნის.

კაჭარავა “დინამოს” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დათხოვნილია. ამ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდიც ადასტურებს.

რამდენიმე დღის წინ, თბილისელებმა თასის ნახევარფინალში “გაგრასთან” დამარცხდნენ და ტურნირს გამოეთიშნენ. ამის შემდეგ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ კაჭარავამ გუნდი დატოვა, ეს ინფორმაცია კი გამოცდილმა სპეციალისტმა “აიპრესს” არ დაუდასტურა.

ეროვნული ლიგა 1-ის 32-ე ტურში, “ჩიხურასთან” 1:4 მარცხის შემდეგ, კახა კაჭარავა დაკავებული პოსტიდან გაათავისუფლეს.

“დინამოსა” და ლიდერ “საბურთალოს” შორის, ამ მარცხით, სხვაობა 8 ქულა გახდა. იმისთვის, რომ საბურთალოელებმა ჩემპიონობა გაინაღდონ, დარჩენილი 4 ტურიდან, მხოლოდ 1 მოგებაღა ესაჭიროებათ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...