A2 ბანერი
A2 ბანერი

კახა კაჭარავა “დინამოდან” არ მიდის: რამდენჯერ უნდა “გამიშვან”

“დინამო თბილისის” მთავარმა მწვრთნელმა, გავრცელებული ინფორმაცია “აიპრესთან” უარჰყო.

“დინამო თბილისის” მთავარმა მწვრთნელმა, კახა კაჭარავამ “აიპრესთან” არ დაადასტურა ინფორმაცია მისი გუნდიდან წასვლის შესახებ.

როგორც კაჭარავამ აღნიშნა, ის “გაგრასთან” თავისი გუნდის თამაშით უკმაყოფილოა და შესაბამისი შენიშვნებიც გაკეთდა, თუმცა ის “დინამოში” რჩება.

“რამდენჯერ უნდა “გამიშვან” “დინამოდან”. არსად მივდივარ, ვრჩები გუნდში. რაც შეეხება კლუბის პრეზიდენტს, მასთან მუდმივ კომუნიკაციაში ვარ და ასეთი იყო დღევანდელი შეხვედრაც. ვერ გეტყვით, რაზე ვილაპარაკეთ, მაგრამ ეს იყო სამუშაო შეხვედრა”, – განაცხადა კაჭარავამ.

გუშინ, “დინამომ” საქართველოს თასის ნახევარფინალში “გაგრასთან” წააგო და ფინალში გასვლა ვერ შეძლო. რაც შეეხება ეროვნულ ლიგას, კაჭარავას გუნდს 63 ქულა აქვს, მეორე ადგილზე იმყოფება და 7 ქულით ჩამორჩება ლიდერ “საბურთალოს”. სეზონის დასრულებამდე 5 ტურია დარჩენილი. იმის გათვალისწინებით, რომ ლიდერს “დინამოსთან” შედარებით რთული კალენდარი აქვს, არ არის გამორიცხული, ცხრილში ვითარება შეიცვალოს.

კომენტარები
იტვირთება...