კახა კალაძემ მერიის სხვადასხვა სტრუქტურის თანამშრომლებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა

თბილისის მერი კახა კალაძე მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მერიის სხვადასხვა სტრუქტრის იმ თანამშრომლებს შეხვდა, რომლებიც ათეული წლებია დედაქალაქს ემსახურებიან. კახა კალაძემ მათ გაწული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

“მინდა საზოგადოებას წარვუდგინო ადამიანები, რომელთა ყოველდღიურ შრომაზე დგას თბილისის მუნიციპალიტეტი. ეს გახლავთ ადამიანები, რომლებსაც დიდი მუშაობის სტაჟი გააჩნიათ. ისინი ყოველდღიურ რეჟიმში ემსახურებიან თბილისს, და თბილისელებს. სამწუხაროა, რომ ამ ადამიანებს საზოგადოება არ იცნობს, მათ არ აქვთ თანამდებობები, და ისინი შრომობენ შეუმჩნევლად, გვხდებიან ყველგან, – ქუჩებში, დაწესებულებებში, საბავშვო ბაღებში, სკვერებში, სასწრაფო დახმარების მანქანებში, სახელოვნებო სასწავლებლებში, ბიბლიოთეკევბში და ა.შ. ჩვენ მათგან ვიღებთ რჩევებს, სხვადასხვა სერვისებს, ვიძახებთ რთულ სიტუაციებში, ვანდობთ ჩვენს პატარებს და საკუთარ სიცოცხლესაც კი. და მაინც ჩვენ მათ არ ვიცნობთ, არ იცნობს საზოგადოება.

ისინი საოცარი ბიოგრაფიის მქონე ადამიანები არიან, მათი ისტორები არის უნიკალური, თითოეული არის მაგალითი პატიოსნები, შრომის, ნიჭირერების და კეთილსინიდისიერების, მინდა თითოეულ მათგანს მადლობა გადავუხადო იმ საქმიანობისთვ,ს შორმისთვის, რასაც ყოველდღიურრ რეჟიმში აკეთებენ, ეფერებიან თავიანთი საქმიანობით ჩვენს თბილისსს, ნამდვილად დასაფასებელია ამ ადამიანების მოღვაწეობა, ამ ადამიანებს მუშაობის, 20, 25, 50 წლიანი გამოცდილება აქვთ, და გულწრფელად მინდა მადლიერება გამოვხატო თითოელი მათგანის მიმართ, ჩვენ ძალიან ბევრ, მნიშვნელოვან პროექტებს ვახორციელებთ დედაქალაქის მასშტაბით, რითაც ამაყობს თბილისი, ეს ყველაფერი თქვენი დამსახურებაა“,-აცხადებს კახა კალაძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად