კახა კალაძემ და ანა არეშიძემ დღეს გრემში ჯვარი დაიწერეს

თბილისის მერმა კახა კალაძემ და მოდელმა ანა არეშიძემ დღეს კახეთში, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელი გრემში მდებარე მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიაში ჯვარი დაიწერეს, რომლის ამსახველი ფოტოებიც სოციალურ ქსელში ვრცელდება.

კახა კალაძის მეჯვარეები, ბიზნესმენი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ილია წულაია და ფეხბურთელი ალექსანდრე (იაშკა) იაშვილი იყვნენ.

კახი და ანუკიმ  2008 წელს იქორწინებს, მათ 4 შვილი ჰყავთ, 3 ბიჭი და 1 გოგო.

შეგახსენებთ, გუშინ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე კახა კალაძის უმცროსი შვილების ნათლია გახდა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად