კახა კალაძე ზურაბ ჯაფარიძეს: მიდი ჯაფარ ძმაო, მთავარია კანონი და რეგულაციები და ვინ დაგიშალა?

“მიდი ჯაფარ ძმაო, მთავარია კანონი და რეგულაციები და ვინ დაგიშალა?”

ასე გამოეხმაურა  თბილისის მერი კახა კალაძე, “გირჩის” ლიდერის “ფეისბუქ”- ლაივს, სადაც დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატი, ზურაბ ჯაფარიძე მუშტაიდის ბაღში ამომრჩეველთან შესახვედრად თბილისის მერიისგან ნებართვას ითხოვს.

ამ ადგილზე ზურაბ ჯაფარიძე მხარდამჭერებთან ერთად ფეხბურთის მატჩის ყურებასაც აპირებს.

მან მუშტაიდის ბაღს მიმართა, თუმცა, ადმინისტრაციამ ოფიციალური წერილი მერიისგან მოითხოვა.

8 ოქტომბერს ზურაბ ჯაფარიძე მუშტაიდის ბაღში ამომრჩევლებთან შეხვედრის მოწყობას აპირებს.

აღნიშნული გადაწყვეტილება კანდიდატმა მას შემდეგ მიიღო, რაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ განაცხადა, რომ საქართველო-ბელარუსის ​მატჩი უმაყურებლოდ ჩატარდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად