კახა კალაძე: ზაზა გახელაძე დაგვიბრუნდა, სიმწარენარევი სიხარულია… მინდა მჯეროდეს, მსგავსი სანერვიულო აღარ მოგვეცემა

ზაზა გახელაძე დაგვიბრუნდა, სიმწარენარევი სიხარულია… მინდა მჯეროდეს, მსგავსი სანერვიულო აღარ მოგვეცემა, – ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს:

“ზაზა გახელაძე დაგვიბრუნდა! ❤
ერთწლიანი წვალება, ოჯახის, მთელი ქვეყნის ნერვიულობა, მოლაპარაკებები უკან დარჩა.
ზაზა სახლში ბრუნდება.
სიმწარენარევი სიხარულია…
მინდა მჯეროდეს, მსგავსი სანერვიულო აღარ მოგვეცემა.
გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, ქვეყანა გვაქვს გასამთლიანებელი!
ოკუპაცია დროებითია, ჩვენი მშვიდობიანი თანაცხოვრება აფხაზებთან და ოსებთან ერთად კი, გარდაუვალი და კანონზომიერი!” – წერს კახა კალაძე.

კომენტარები
იტვირთება...