კახა კალაძე: ვულოცავ ყველას, ვინც მაცხოვრის შობას 25 დეკემბერს აღნიშნავს!

ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.

“მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში და ჩვენს სამშობლოშიც ქრისტიანული სამყაროს ნაწილი მაცხოვრის შობას ზეიმობს. ეს დღე არის იმედის, ერთობის, განახლების ათვლის წერტილი.
ვულოცავ ყველას, ვინც მაცხოვრის შობას 25 დეკემბერს აღნიშნავს!

განსაკუთრებულად ვულოცავ ამ უდიდესი სიხარულის დღესასწაულს ჩემს თანამოქალაქეებს საქართველოში, ჩემს მეგობრებს იტალიაში და ვუსურვებ მშვიდობიან, უსაფრთხო წელს, ერთობას, სიყვარულის და სიკეთის გამარჯვებას!”, – წერს კახა კლაძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად