კახა კალაძე: “ვგლოვობ თითოეული დაღუპულის ოჯახთან ერთად”

ვიცე-პრემიერი კახა კალაძე დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს: "ვუსამძიმრებ ყველას. ვგლოვობ თითოეული დაღუპულის ოჯახთან ერთად…ჩვენ ყველას გვჭირდება იმედი – რომ იარებს მოვიშუშებთ, ქალაქს ფეხზე დავაყენებთ და ეს იმედია ის საოცარი ერთობა, თავგანწირვა და თანაგრძნობა რაც გუშინ ღამიდან ჩემს თვალწინ ხდება…" – წერს ვიცეპრემიერი თავის "ფესიბუქზე.

"ემოციას დაწერით ვერ გადმოსცემ . წარმოუდგენელია ამ ტრაგედიის ტკივილის აღწერა… მძიმეა უსუსურობის განცდა, რომ შველა შეუძლებელი იყო…

ნეტავ შემეძლოს სათითაოდ მადლიერების და აღფრთოვანების გამოხატვა ექიმების, ძალოვნების, მაშველების, თავშესაფრის თუ ზოოპარკის თანამშრომლების, მოხალისეების, გასაოცარი ახალგაზრდების მიმართ – ვინც ტრაგედიის პირველი წამებიდან თავდაუზოგავად იბრძოდა, ვინც ეხლაც თბილისის ქუჩებში თავის ადამიანურ, პროფესიულ, მოქალაქეობრივ ვალს ასრულებს .

ქვეყნის სიამაყეა ყველა-ვინც სიყვარულით და ერთად დგომით – თავდადებით ებრძვის სიკვდილს და ნგრევას. 

ჩვენ ამ იარას მოვიშუშებთ. ჩვენ ყველაფერს დავალაგებთ, თბილისი ისევ ფეხზე დადგება, სამწუხაროდ დაღუპულების გარეშე… სამწუხაროდ დიდი ტკივილით და სინანულით…" – აღნიშნავს კახა კალაძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...