კახა კალაძე: ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, რომ დავით ნარმანია გუნდისგან მიტოვებული იყო

ამის შესახებ დედაქალაქის არჩეულმა მერმა კახა კალაძემ "ქრონიკასთან" ინტერვიუში განაცხადა.

კალაძე აქვე აღნიშნავს, რომ გაკეთებულ საქმეებზეც და პრობლემებზეც ის როგორც "ქართული ოცნების" წარმომადგენელი თავის წილ პასუხისმგებლობას იღებს. მისი თქმით, ნარმანიას მუშაობა მედიამ, საზოგადოებამ და ექსპერტებმა უნდა შეაფასონ.

"როდესაც ნარმანია მივიდა მერიაში უამრავი პრობლემა დახვდა, ძალიან მძიმე მემკვიდრეობა იყო. თუმცა, მხოლოდ წარსულზე არ მინდა ვილაპარაკო. უამრავი პროექტი განხორციელდა, ამაზე თვალი არ უნდა დავხუჭოთ იმაზე, რისი გაკეთებაც მოხერხდა სამი წლის განმავლობაში. შეუძლებელია 4 წლის განმავლობაში ყველა პროექტის მოგვარება. ისევ ჩვენს მიერ შექმნილი პრობლემებია, რომლის მოგვარებისთვისაც 20-25 წელია საჭირო. მე რაზეც საარჩევნო კამპანიის დროს ვსაუბრობდი, მისი მოგვარება 4 წლის განმავლობაში შესაძლებელია. ძალიან ბევრი მუშაობა მოგვიწევს, მაგრამ ეს ყველაფერი შესაძლებელია. 

წინა მერის მუშაობის შეფასება ჩემი მხრიდან სწორი არ იქნება. ის არის ჩვენი თანაგუნდელი. შეფასება უნდა გააკეთოთ თქვენ – ჟურნალისტებმა, საზოგადოებამ და ექსპერტებმა. მხარდაჭერას რაც შეეხება ნამდვილად ვერ დავეთანხმები, რომ ის გუნდისგან მიტოვებული იყო. დათო ჩვენი გუნდის წევრია და რა თქმა უნდა ჩვენ წილ პასუხისმგებლობას ვიღებთ, გაკეთებულზეც და იმ პრობლემებზეც, რომელიც დღეს აქტუალურია. მისი მხრიდან საჭირო იყო უფრო მეტი აქტიურობა, მეტი პროექტების წამოწყება და ა.შ. მგონია, რომ ამ სამი წლის განმავლობაში ამ ადამიანმა თავის გუნდთან ერთად გააკეთა ის, რისი გაკეთებაც 3 წელში შესაძლებელი იყო", – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად