კახა კალაძე: ვაჟა გაფრინდაშვილი კარგად გრძნობს თავს, არანაირი ფიზიკური პრობლემა არ აქვს

ამის შესახებ, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

“ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის რომ საერთაშორისო ორგანიზაციებს ყველას მივაწვდინოთ ხმა მის უკანონო დაკავებაზე. მგონი ყველამ ვიცით რომ როგორც ჟურნალისტი ასევე ექიმი ხელშეუხებელია რაც არ უნდა ცხელი წერტილი იყოს.

შესაბამისად, ყველა სამსახური ყველაფერს აკეთებს რომ რაც შეიძლება მალე გათავისუფლდეს ვაჟა გაფრინდაშვილი. ვაჟა ექიმი კარგად გრძნობს თავს. არანაირი პრობლემა არ აქვს. ფიზიკურად ნორმალურადაა”, – ამბობს კალაძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად