კახა კალაძე: ვარკეთილის ხევში ახალი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა

სამგორის რაიონში, ვარკეთილის ხევში ახალი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, პარკის ტერიტორია, რომელიც დაახლოებით სამ ჰექტარს მოიცავს, პასიურ და აქტიურ დასვენების ზონად დაიყოფა.

„სამგორის რაიონში არსებული ვარკეთილის ხევი რეკრეაციული სივრცის განვითარების თვალსაზრისით საინტერესოა. აღნიშნული ტერიტორია, დაახლოებით სამ ჰექტარს მოიცავს. საპროექტო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულებულია. ვფიქრობთ, სრული პროექტი დაახლოებით ერთ თვეში გვექნება და უშუალოდ სამუშაოების განხორციელებას დავიწყებთ. გამოვაცხადებთ ტენდერს, გვეყოლება გამარჯვებული კომპანია, რომელიც ამ სამუშაოებს შეასრულებს.

პარკი პასიურ და აქტიურ დასვენების ზონად დაიყოფა. ტერიტორიაზე საჩრდილობლებით მოსასვენებელი სივრცეები, დატვირთული ატრაქციონებით საბავშვო მოედნები, ასევე, სპორტული და სავარჯიშო მოედნები, ღია ამფითეატრი, შადრევანი, ველობილიკი, ძაღლების სასეირნო და სავარჯიშო სივრცე, სკეიტპარკი და გადმოსახედი ბაქანი მოეწყობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად