კახა კალაძე: ვარჯიშების მერე, მამაჩემი ჩვენი ნაცნობის ნაჩუქარ პურს მიტეხავდა

"ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე შემაჯამებელ პრეზენტაციაზე თავისი ბავშვობის ისტორიას გაიხსენა და აცხადებს, რომ მან გაჭირვება გამოიარა და სწორედ ეს აძლევს მეთ შემართებას, რომ დაეხმაროს გაჭირვებულებს. 

"მე პატარა ბიჭი ვიყავი, როდესაც თბილისში ჩამოვედი. სახლი არ მქონდა, გლდანში ვცხოვრობდი მამიდასთან. მაშინ თბილისის დინამოს მესამე გუნდში ვიყავი, რადგან იქ გამიშვეს როგორც ახალგაზრდა, რომელსაც არ ჰქონდა პერსპექტივა. გლდანიდან ყოველდღე მიწევდა სიარული, ჩავდიოდი ახმეტელის მეტროში, დიდუბის მეტროში ამოვდიოდი და ფეხით მივიოდი დიღმის საწვრთნელ ბაზაზე.

ვარჯიშების მერე მამაჩემი მოდიოდა ხოლმე და ერთი პური მოჰქონდა. იქვე ერთი ჩვენი მეგობარი ადამიანი იყო, რომელსაც საცხობი ჰქონდა მაშინ, ყოველდღე ერთ პურს გვჩუქნიდა. ძალიან მძიმე პერიოდი იყო. გამიტეხავდა და ყველაზე დიდ ნაწილს მე მაძლევდა ხოლმე. მე ყველაფერს კარგად ვხვდებოდი, მეც ყოველთვის ასე ვცდილობდი, რომ ასე გამეკეთებინა. მე მადლიერი ვარ ღმერთის, რომ მომეცა შესაძლებლობა ეს გაჭირვება გამომევლო, რადგან დღეს უფრო მეტი შემართება მაქვს და სურვილი მაქვს ვისაც ყველაზე მეტად უჭირს იმათ დავუდგეთ გვერდში", – განაცხადა კახა კალაძემ. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...