კახა კალაძე: ვაპირებთ, გუდიაშვილის მოედანზე სამუშაოები 2019 წლის ბოლოს დასრულდეს

გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციის დასრულება 2019 წლის ბოლოსთვის იგეგმება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციის პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა.

თუმცა, მისი თქმით, გუდიაშვილის მოედნის მიმდებარე ქუჩებისა და შენობა-ნაგებობების აღდგენითი-სარეაბილიტაციო სამუშაოები გაგრძელდება. 

"ზოგადად ჩემთვის, ჩვენი გუნდისთვის, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ძველი თბილისის მოწესრიგება, მისი აღდგენა და რეაბლიტაცია, რადგან მე ყოველთვის ვამბობ, ეს არის ის სიმდიდრე, რითაც უნდა ვიამაყოთ თითოეულმა ჩვენთაგანმა. ეს არის ის, რაც ჩვენმა წინაპრებმა შემოგვინახეს და დღემდე მოგვიტანეს, ეს ყველაფერი მოვლილი, კეთილმოწყობილი უნდა გადავცეთ ჩვენს შვილებს, მომავალ თაობებს. 

ასეთი მასშტაბური პროექტების განხორციელების დროს მარტო თბილისი მერია, თბილისის მერი ვერაფერს გააკეთებს. მნიშვნელოვანია, ჩვენი ერთად ყოფნა, მხედველობაში მაქვს, როგორც ცენტრალური ხელისუფლება, საკრებულო, პარლამენტი და საზოგადოების აქტიური ჩართულობა. ჩვენ ერთად ძალიან ბევრ რთულ ბარიერს გადავლახავთ და მერწმუნეთ, რომ ძალიან მალე ჩვენი დედაქალაქი იქნება სიცოცხლით სავსე, სიყვარულით სავსე ქალაქი", – აღნიშნა კახა კალაძემ.  

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...