კახა კალაძე: წლის ბოლომდე ყვითელი ავტობუსები სრულად იქნება ჩანაცვლებული

წლის ბოლომდე მთლიანად იქნება ჩანაცვლებული ყვითელი ავტობუსები, თბილის ეყოლება განახლებული ახალი ევრო6 ტიპის სუფთა ავტობუსები”- დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისში მოძრავი მიკროავტობუსების შესყიდვა, არსებული კრიზისიდან გამომდინარე დროებით შეჩერდა.

“საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა იყოს ყველაზე მოწესრიგებული, ყველაზე სწრაფი და ყველაზე კომფორტული. ჩვენ ამ მიმართულებით უკვე გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები. დავიწყეთ არსებული ავტობუსის პარკის განახლება, რომელიც პრობლემას წარმოადგენდა ქალაქისთვის ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით და მგზავრებისთვის იყო დისკომფორტი ამ ავტობუსით გადაადგილება. ჩვენ დავიწყეთ მათი ჩანაცვლება და წლის ბოლომდე სრულად იქნება ჩანაცვლებული ეს ყვითელი ავტობუსები”, – ამბობს კალაძე მთავრობის სხდომაზე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად