კახა კალაძე: ცხოველისადმი არასათანადო მოპყრობაზე ჯარიმა 500 ლარამდე იქნება

ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

“პარლამენტთან წარმატებული თანამშრომლობის კიდევ ერთი შედეგი დაიდო- ჩვენი ინიციატივით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი მესამე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, რის შედეგადაც გამკაცრდა სასჯელი ცხოველებისადმი არასათანადო და სასტიკ მოპყრობაზე.

საკანონმდებლო ცვლილებები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 104-ე და 172-ე მუხლებში შევიდა, რომელთა თანახმად,

• ცხოველის წამების პირველივე შემთხვევაში, რასაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება მოყვება, განისაზღვრა სასჯელის ახალი ზომა – პატიმრობა.

• ცხოველისადმი არასათანადო მოპყრობის შემთხვევაში, რამაც მისი ტანჯვა გამოიწვია, ადმინისტრაციული სახდელის ზომა გაიზარდა 500 ლარამდე.

• არასრულწლოვანის მიერ ცხოველის მიმართ არასათანადო მოპყრობის შემთხვევაში განისაზღვრა მშობლის პასუხისმგებლობა.

ამ ცვლილებებით კანონი შესაბამისობაში მოვიდა საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან და რაც მთავარია, დადგენილი ნორმები დანაშაულის აღკვეთისა და პრევენციის თვალსაზრისით მოქნილი და ეფექტიანი გახდა” – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...