კახა კალაძე: თებერვლის შუა რიცხვებში უკვე მივიღებთ ქალაქის გენგეგმას

რა ბედი ეწევა იმ გენგეგმას, რომელიც დიდი ხმაურის და დებატების ფონზე წარიმართა. რა შესწორებები შევიდა დოკუმენტში, რომელიც კახა კალაძემ დაიწუნა და რატომ გახდა საჭირო სპეციალური ჯგუფის ჩართვა ხარვეზების გამოსასწორებლად?

როდის ექნება თბილისს გენგეგმა? „აიპრესის“ კითხვებს კახი კალაძე პასუხობს.

 როგორ გადაწყდება და რა ბედი ეწევა იმ ხმაურიან და სკანდალურ გენგეგმას, რომელიც დაიწყო თქვენამდე და თქვენს შემდეგაც  საკმაოდ დიდი დებატების ფონზე მიმდინარეობდა? თქვენ შექმენით ახალი ჯგუფი, რომლებმაც ფაქტობრივად 80% შესწორებები შეიტანეს იმ ვარიანტში, რომელიც  თავის დროზე „სითი ინსტიტუტმა“ წარმოადგინა. როდის ექნება დედაქალაქს გენგეგმა და რომელი ვარიანტი?!

დიახ, მართლაც ისე იყო, როგორც ამბობთ.  გენგეგმის ის დოკუმენტი, რომელიც ჩვენ გადმოგვეცა, ნამდვილად იწვევდა ჩვენს უკმაყოფილებას.  ამასთან დაკავშირებით ჩვენ კონკრეტული ფაქტებით ვსაუბრობდით და ყველა სეხვედრისას ვამბობდით, რომ მისაღები არ იყო ჩვენთვის ის დოკუმენტი.

რატომ თვლიდით, რომ მიუღებელი იყო?

პირველ რიგში, ამ დოკუმენტის განხორციელება იქნებოდა შეუძლებელი. უბრალოდ დოკუმენტი მიიღო იმისთვის რომ გენგეგმა ერქვას, აბსოლუტურად წარმოუდგენელია ასეთი რამ. შემდეგ მისი განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა და ეს პირიქით, ქალაქს დააზიანებდა და რა თქმა უნდა, ჩვენ დაგვაზიანებდა. შესაბამისად ჩვენ შევქმენით სპეციალური ჯგუფი, სადაც ჩართული იყო სხვადასხვა ქვეყნის ექსპერტები. უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ძალიან დაგვეხმარა, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები, რომლებმაც ექსპერტები გამოგვიყვეს სპეციალურად.  მერიიდანაც  იყვნენ  ჩართულები ადამიანები და მათ შორის,  გენგეგმის დოკუმენტის შემქმნელებიც.

მთავრობის მიერ მოწონებულია გენგეგმა უკვე გადაგზავნილია საკრებულოში და ახლა მიმდინარეობს მუშაობა რეგულაციებზე.  გენგეგმა რომ განვახორციელოთ, ამას სჭირდება შესაბამისი რეგულაციების დაწერა, ხო? ალბათ, თებერვლის შუა რიცხვებში უკვე მივიღებთ გენგეგმას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...