კახა კალაძე: თბილისში ელექტროენერგიის ვაუჩერები არ გაცემულა

გავრცლეებული ინფრომაცია, თითქოს თბილისიში ელექტოენრგიის ვაუჩერები გაიცა, სიცრუე აღმოჩნდა. როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ “ღამის კურიერში” განაცხადა, რომ ეს არასწორი ინფორმაციაა.

“დღეს გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს თბილისში მოხდა ელექტროენერგიის ვაუჩერების დარიგება, რაც არასწორი ინფორმაცია იყო. ვირუსს ებრძვის არა მხოლოდ თბილისი, არამედ მთელი საქართველო და მსოფლიო. ამიტომ, ის გადაწყვეტილებები, რომელიც იქნება მიღებული კომუნალურ გადასახდებთან დაკავშირებით, საქართველოს მასშტაბით გავრცელდება და ამასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრი მომდევნო დღეებში გააკეთებს განცხადებას,” – განაცხადა კახა კალაძემ “ღამის კურიერში”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად