კახა კალაძე: თბილისს ეყოლება ყველაზე მაგარი საზოგადოებრივი ტრანსპორტი

“ყველა პროექტი, რომელსაც ვახორციელებთ საერთო ჯამში მოგვცემს შედეგს, რომ თბილისს ეყოლება ყველაზე მაგარი საზოგადოებრივი ტრანსპორტი,” – ამის შესახებ, თბილისის მერმა კახა კალაძემ ახალი ავტობუსების პრეზენტაციაზე განაცხადა.

თბილისის მერის თქმით, ხვალიდან სხვადასხვა რაიონს მოემსახურება დამატებიით 30 ახალი ავტობუსი, რომელთაგან 23 არის 8-მეტრიანი, ხოლო 7 10-მეტრიანი.

“ყველა პროექზე ისმის ხოლმე, რა დროს ეს იყო, მოგვეცადა, ჯერ ერთი გაგვეკეთებინა, მერე მეორე. არა მეგობრებო, ჩვენ არ გვაქვს მოცდის დრო, ჩვენ ხალხმა აგვირჩია იმისთვის, რომ განვახორციელოთ რეფორმები, მოვაწესრიგოთ ქალაქში არსებული პრობლემები, ღირსეულად ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, რომლებიც აწუხებთ თბილისელებს. ჩვენ ვიცდიდით 25 წელი და მე მგონი, არავის მოგწონთ ის რაც ხდება ქალაქში და რა რეალობის წინაშეც აღმოვჩნდით. ძალიან დიდი ძალისხმევა უნდა ჩაიდოს, რომ სწრაფად იქნას მოგვარებული ყველა პრობლემა. პარალელურ რეჟიმში უნდა მოხდეს ამ ყველაფრის გაკეთება,” – ამბობს კალაძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად