კახა კალაძე თბილისის ერთ-ერთი ქუჩისთვის ჯონ მაკკეინის სახელის მინიჭებას არ გამორიცხავს

"ევროპული საქართველო" ინიციატივით გამოდის, რომ თბილისის ერთ-ერთ ქუჩას ამერიკელი სენატორის, ჯონ მაკკეინის სახელი მიენიჭოს. ამ ინიციატივას დედაქალაქის მერი კახა კალაძე გამოეხმაურა. როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, აღნიშნული საკითხის განხილვა შესაძლებელია. 

"შეიძლება ამ საკითხის განხილვა და დაველოდოთ საკრებულოს გადაწყვეტილებას",-განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, ჯონ მაკკეინი არიზონას შტატის სენატორი 1986 წელს გახდა. 2017 წელს ცნობილი გახდა, რომ მას ტვინის სიმსივნე ჰქონდა. მიმდინარე წლის 24 აგვისტოს, მაკკეინის ოჯახმა განაცხადა, რომ სენატორმა მკურნალობა შეწყვიტა. ორი დღის შემდეგ კი, 26 აგვისტოს იგი გარდაიცვალა. 

როგორც The New York Times წერს, არიზონას გუბერნატორი დაგ დიუსი, გარდაცვლილი ჯონ მაკკეინის მეუღლის სინდი მაკკეინის დანიშვნას, შტატის სენატორის მოვალეობების დროებითი შემსრულებლის თანამდებობაზე განიხილავს. გავრცელებული ინფორმაციით, მაკკეინის გარდაცვალების შემდეგ, დიუსმა უნდა აირჩიოს ის ადამიანი, რომელიც მის ადგილს 2020 წლამდე დაიკავებს. 2020 წელს კი შტატის გუბერნატორობის არჩევნებია. აღნიშნულ პოსტზე კანდიდატების სიაში მოხვდა მაკკეინის ქვრივიც, სინდი მაკკეინი, აგრეთვე ყოფილი სენატორი ჯონ კაილი და წარმომადგენელთა პალატის ორი ყოფილი წევრი – ჯო შადეგი და მეთ სალმონი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად