კახა კალაძე: თბილისი-რუსთავის მიმართულებით საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს

” რაც შეიძლება ძალიან სწრაფად, წარმოდგენილი იყოს სრულყოფილი გეგმა”-ამის შესახებ, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, უახლოეს მომავალში, თბილისი-რუსთავის მიმართულებით იმოძრავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი:

” მინდა ქალბატონ მაია ბითაძეს დავავალო, რაც შეიძლება ძალიან სწრაფად, წარმოდგენილი იყოს სრულყოფილი გეგმა, წერტილები, საიდან მოხდება ავტობუსების გასვლა რუსთავის მიმართულებით და პირიქით.

დედაქალაქის მერია აიღებს პასუხისმგებლობას, თბილისი-რუსთავის მიმართულებით იმოძრავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. განახლებული ახალი ავტობუსები, ისეთი როგორიც თბილისის მოსახლეობას ემსახურება”-ამბობს კალაძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად