კახა კალაძე: თავისუფლება ვაჟა გაფრინდაშვილს და ჩვენი მხარდაჭერა მას და მის ოჯახს

ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ თავისუფლები მოედანზე განაცხადა, სადაც საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის აღსანიშნავი საზეიმო ღონიეძღვნება მიმდინარეობს.

“გილოცავთ, საქართველო ევროსაბჭოს თავჯდომარე ქვეყანა გახდა. ეს არის, რაც ევროპასთან ინტეგრაციის, ევროპულ ოჯახში სრულფასოვანი და ღირსეული ადგილის დამკვირდების პროცესის კანონზომიერი და მკაფიო გამოვლინებაა.
მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ დღეს აქ მობრძანებისთვის, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ახალგაზრდებს, ვისი ინიციატივითაც ეს მასშტაბური შეხვედრა – ღონისძიება იმართება.
ხშირად ისმის კითხვები, რატომ ევროპა, რატომ ვისწრაფვით ევროპულ სივრცეში, არის კი საქართველო ევროპის ორგანული ნაწილი?
და საერთოდ, რა არის ჩვენთვის ევროპა?!
პირადად ჩემთვის, ევროპა ის სივრცეა, სადაც აფასებენ ადამიანს, როგორც ყველაზე ღირებულს, არ არღვევენ მის უფლებებს და არ იტაცებენ ექიმებს – თავისუფლება ვაჟა გაფრინდაშვილს და ჩვენი მხარდაჭერა მას და მის ოჯახს” – განაცხადა კახა კალაძემ.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად