კახა კალაძე: ჭავჭავაძის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები გაგრძელდება

გამოკითხულთა 90 % ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის გაგრძელებას ემხრობა, ამიტომ სამუშაოები გაგრძელდება ,-ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

“ჩავატარეთ გამოკითხვა და facebook-ით გამოკითხული ადამიანების უმრავლესობა, 90% ამბობს, რომ აუცილებლად უნდა გაგრძელდეს ჭავჭავაძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

გარდა ამისა, ვაკის გამგებლის ხელმძღვანელობით ვკითხეთ ადგილობრივ მოსახლეობასაც და ძალიან დიდი ნაწილი მომხრეა, რომ სამუშაოები გაგრძელდეს. გუნდში იყო აზრთა სხვადასხვაობა, ხომ არ შეგვეჩერებინა და გაზაფხულზე დაგვეწყო სამუშაოები, თუმცა, ვფიქრობ, სწორია სამუშაოების გაგრძელება. ვეთანხმები მოსახლეობას.

„პიქსელიდან“ არაყიშვილის ქუჩამდე 15 ოქტომბრამდე ქვედა ფენებში გზა მოწყობილი იქნება. ახლა ბოლო ეტაპია, სანიაღვრე ქსელის ჩადება ხდება. ალბათ, ვინც აქ გადაადგილდება, ხედავს, რა სამუშაოები მიმდინარეობს და შეიძლება ითქვას, მართლაც, საშვილიშვილო სამუშაო კეთდება,“ – განაცხადა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად