კახა კალაძე: ტაქსების რეფორმა ქალაქის ისტორიაში შევა

მთავარი ამოცანაა, რომ ლიცენზია, რომელიც ტაქსის მძღოლებს გააჩნიათ, არ იყოს უბრალოდ ფურცელი. გარწმუნებთ, მათთვის ეს იქნება ღირებული, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

” ძალიან ბევრი სკეპტიკურად უყურებდა, ბევრს საერთოდ არ სჯეროდა ამ რეფორმის. ამ სკეპტიციზმს ნერგავდნენ თვითონ ტაქსის მფლობელებში და ზოგადად საზოგადოებაში. კარგია, რომ ამ ადამიანებს ეს არ გამოუვიდათ და ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ ამისთვის. გვქონდა ძალიან აქტიური კომუნიკაცია ნებართვის მფლობელ ტაქსის მძღოლებთან და ვფიქრობ, ეს არის რეფორმა, რომელიც ქალაქის ისტორიაში შევა და აუცილებლად თავის როლს შეასრულებს ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაში.”,-ამბობს კალაძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად