კალაძე: სწრაფ ტესტებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები რამდენიმე კომპანიასთან მიმდინარეობს

დედაქალაქის მერის განცხადებით, უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკება რამდენიმე კომპანიასთან, თუმცა ზუსტი ვადა, თუ როდის შემოვა ქვეყანაში სწრაფი ტესტები ჯერ უცნობია.

საქართველოში სწრაფი ტესტების შემოტანაზე ისაუბრა კახი კალაძემ

„ახალ ტესტებზე უკვე დაწყებულია მოლაპარაკებები რამდენიმე კომპანიასთან. ამ ტესტებს რაც შეეხება, ბევრ ქვეყანაში შეიქმნა ანალოგიური პრობლემები, რადგან ცდომილება ძალიან დიდი იყო, მაგალითად ესპანეთში კატასტროფული შედეგი მიიღეს ამ ტესტებით. შესაბამისად ჩვენც ვერ ავიღებდით პასუხისმგებლობას ამ ტესტებით და სხვა ტესტები შემოვა საქართველოში. მთავარი ის არის, რომ „პისიარ“ ტესტების მარაგი გვაქვს და ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს, ხდება ანალიზების აღება, ტესტირება და ასე შემდეგ“,- განაცხადა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად