კახა კალაძე: სოციალურად დაუცველების ქულების რეფორმაც ჩასატარებელია

“ტაქსების რეფორმასთან ერთად, მე მგონია, რომ სოციალურად დაუცველების ქულების მინიჭების რეფორმაც ჩასატარებელია.” – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ გადაცემა “რეაქციაში”

“როდესაც ენერგეტიკის მინისტრი ვიყავი, ძალიან ბევრჯერ მქონდა შემთხვევა, როცა ადამიანებს ვთავაზობდით სამუშაოს, როდესაც რეგიონში ჩავდიოდით და სამუშაოებს ვაწარმოებდით. ეს იყო ელექტროგადამცემი ხაზების გაყვანა, ჰესების მშენებლობა, ძალიან ბევრი მათგანი უარს იძახდა ამაზე, ამბობდა არ მინდაო, იმიტომ რომ ის იყო სოციალურად დაუცველის სტატუსის მატარებელი და როდესაც ოფიციალურად მას ეს თანხა ჩაერიცხებოდა, რა თქმა უნდა, ეს სტატუსი ავტომატურად მოეხსნებოდა.

დღეს ეს პრობლემა მოვაგვარეთ ჩვენ, მაგრამ მგონია, რომ დიდი რეფორმა არის გასაკეთებელი ამ მიმართულებით.” – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად