კახა კალაძე: შეიკავეთ თავი ხალხმრავალ ადგილებში შეკრებებისგან

ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძე, ბრიფინგზე განაცხადა.

„მოვუწოდებ ჩვენს მოქალაქეებს, მაქსიმალურად შეიკავონ თავი ხალხმრავალ ადგილებში შეკრებებისგან; განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ დარგის სპეციალისტების რჩევებსა და რეკომენდაციებს, გამოვიჩინოთ მაქსიმალური პასუხისმგებლობა როგორც საკუთარი თავის, ისე ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოებისათვის. ჯანმრთელობას ვუსურვებ სრულიად საქართველოს, ჩვენი ქვეყნის შიგნით და მის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თითოეულ ჩვენს თანამემამულეს.“- განაცხადა კახა კალაძე

ასევე, თბილიის მერის განცხადებით, კორონავირუსის გამო, უფასო სასადილოებით მოსარგებელე ადამიანები კუთვნილ საკვებს სახლში მიიღებენ და მეწარმეები, რომელთაც მუნიციპალიტეტისგან იჯარით აქვთ აღებული სივრცეები გათავისუფლდნენ 2020 წლის იჯარის გადასახადისგან

 

კომენტარები
იტვირთება...