კახა კალაძე: საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენის ზუსტი თარიღი უცნობია, ველოდებით რეკომენდაციებს

ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

“ზუსტი თარიღი უცნობია. ჩვენ ეგ ინფორმაცია არ გვაქვს. ეს საკითხი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე დავსვი, რადგან საზოგადოებაში ძალიან დიდი მოთხოვნაა. ველოდებით მითითებებს, ჯერ არანაირი მითითება არ არის ჩვენთან შემოსული, თუ როგორი უნდა იყოს წესები საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის დროს, ხალხმა როგორი წესებით უნდა იხელმძღვანელოს.

ჩვენ გვაქვს სრული მზადყოფნა. როდესაც გადაწყვეტილება იქნება მიღებული, დედაქალაქის მერია და შესაბამისი სამსახურები მზადყოფნაშია არიან, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოემსახუროს ქალაქის მოსახლეობას. დარგის სპეციალისტების რეკომენდაციებს ველოდებით. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენას სავარაუდოდ ივნისის დასაწყისისთვის უნდა ველოდოთ“,- განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად