კახა კალაძე: საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამოქმედებასთან დაკავშირებით, ველოდებით დარგის სპეციალისტების მითითებებს

“დედაქალაქის მუნიციპალიტეტი შესაბამისი სამსახურები არიან სრულ მზადყოფნაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამოქმედებასთან დაკავშირებით, ველოდებით დარგის სპეციალისტების მხრიდან მითითებებს” – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

“აქ საუბარია ადამიანის ჯანმრთელობის უსაფრთხოებაზე, სიცოცხლეზე. არ უნდა გაგვათამამოს ამ შეზღუდვების მოხსნამ და იმან, რომ ნელ-ნელა ცხოვრების ჩვეულ რიტმს ვუბრუნდებით.
შესაბამისად, როდესაც მოგვცემენ მითითებას რომ დაიწყოს საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა მუშაობა, როგორ უნდა დაიწყოს, როგორ უნდა იყოს ეს ყველაფერი გაკეთებული, მაშინვე იქნება გადაწყვეტილება მიღებული.
ჩვენ აუცილებლად გავითვალისწინებთ რეკომენდაციებს, რომ დავიცვათ მოქალაქეების ჯანმრთელობის უსაფრთხოება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დღეიდან , 2020 წლის 23 მაისის 00:00 საათიდან საქართველოში საგანგებო მდგომარეობა და ე,წ. კომემდანტის საათი გაუქმდა.  მანქანით გადაადგილებით 3 კაცზე შეზღუდვა მოიხსნა, გარდა ტაქსებისა ასევე, ტაქსების გარდა, ავტომობილებში წინ დაჯდომა ნებადართული იქნებათუმცა, გარკვეული შეზღუდვები ძალაში დარჩა. მათ, შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაზე.

საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანის, ბექა დოჭვირის ინფორმაციით, შესაძლოა საზოგადოებრივ ტრანსპორტში ჭადრაკისებური განლაგებით მოხდეს მგზავრთა გადაყვანა

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად