კახა კალაძე: საზოგადოებრივი ტრანსპორტი თბილისში იქნება ისეთი ახალი, შეიძლება, ევროპულ ქვეყნებში არ იყოს

ტრანსპორტი თბილისში იქნება ისეთი მოწესრიგებული და ახალი, შეიძლება ბევრ ევროპულ ქვეყანაში არ იყოს”-ამის შესახებ, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ, “შაბათის კურიერში” განაცხადა.

ედაქალაქის მერმა, პიკის საათებში საზოგადოებრივ ტრანსპორტში არსებულ ვითარებასა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის, მათ შორის სამარშუტო ტაქსების მდგომარეობაზე ისაუბრად. კალაძის თქმით, დედაქალაქის მთავრობა აქტიურად მუშაობს ამ პრობლემების მოსაგვარებლად.

” ჩვენი დაპირება რაც, იყო, საზოგადოებრივი ტრანსპორტი თბილისში იქნება ისეთი მოწესრიგებული და ახალი, შეიძლება ბევრ ევროპულ ქვეყანაში არ იყოს,” – აღნიშნა კალაძემ.

დედაქალაქის მერი არ დაეთანხმა მოსაზრებას, რომ სკუტერების მომსახურების სერვისი ძვირია. კახა კალაძის თქმით, პირიქით, ევროპის ქვეყნებთან შედარებით სერვისის საფასური გაცილებით იაფიც კია.

“ეს არ არის ტრანსპორტი ყველა ადამიანისათვის, ყველა ადამიანი ამით ვერ ისარგებლებს და არ უნდა ისარგებლოს, ვთქვათ მამაჩემის ასაკის ადამიანი ამით ვერ გადაადგილდება, ამისთვის არსებობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი,” – განაცხადა კახა კალაძემ.ი.”

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად