კახა კალაძე საზოგადოებრივ ტრანსპორტზე: არ უნდა გავთამამდეთ, ნახეთ რა ხდება მეზობელ ქვეყნებში

ნახეთ რა ხდება ჩვენ მეზობელ ქვეყნებში, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ”-ამის შესახებ, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ, “შაბათის კურიერში” სტუმრობისას განაცხადა.

თბილისის მერის თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავებასთან დაკავშირებით დედაქალაქის მთავრობის გადაწყვეტილება ეპიდემიოლოგების მითითებებზე იქნება დამოკიდებული.

“დამოკიდებული ვართ ეპიდემიოლოგებზე, არსებული ვითარებიდან გამომდინარე. გადაწყვეტილებას მაშინ მივიღებთ, როდესაც იქნება მითითება…არ უნდა გავთამამდეთ, ნახეთ რა ხდება ჩვენ მეზობელ ქვეყნებში, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, როდესაც ადამიანის ჯანმღტელობაზე და უსაფრთხოებაზეა საუბარი” – აღნიშნა კახა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად