კახა კალაძე: საქართველოში არ არსებობდა ოჯახი, ვისაც სააკაშვილის რეჟიმი არ შეხებია

“ქართული ოცნების” გენერალური მდივანის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველოში არ არსებობდა ოჯახი, რომელსაც სააკაშვილის რეჟიმი არ შეხებია.

ამის შესახებ კახა კალაძემ ვანის დეპუტატობის კანდიდატის, გივი ჭიჭინაძის წარდგენის დროს ისაუბრა.

“მინდა გავიხსენო წლები, როდესაც მარტივი არ იყო დამდგარიყავი სიმართლის მხარეს, არ იყო მარტივი დაგეფიქსირებინა შენი განსხვავებული მოსაზრება, პოლიტიკური შეხედულებები. ეს ძალიან მძიმე და რთული იყო, თუ როგორ გამოვიარეთ, ეს მემგონი ყველამ კარგად ვიცით. საქართველოში არ არსებობდა ოჯახი, ვისაც სააკაშვილის რეჟიმი არ შეხებია. ეს ჩვენ საკუთარ თავზე, მეგობრებზე და ახლობლებზე გამოვცადეთ, მაგრამ მოვახერხეთ ის, რომ არჩევნების გზით, მშვდობიანად, როგორც ეს ნორმალურ, განვითარებულ ქვეყნებში ხდება, მოვიგეთ 2012 წლის არჩევნები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით,  დღეს ხელისულებისთვის ყველაზე მთავარი ღირებულება არის ადამიანი, ადამიანის თავისუფლება და გამოხატვის თავისუფლება.

შეგახსენებთ, საარჩევნო სისტემის ცვლილების შემდეგ, არჩევნები წელს 120/30 -ზე სისტემით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ იქნება 30 მაჟორიტარული წესით (22 რეგიონებში, 8 – თბილისში) და 120 პროპორციული სიით არჩეული დეპუტატი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად