კახა კალაძე სამუშაო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკას ეწვევა

თბილისის მერი კახა კალაძე, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად, 24 ივლისს სამუშაო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკას ეწვევა. 

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს დედაქალაქის მერი შეხვედრას გამართავს ISUZU- მწარმოებელი თურქული კომპანია Anadolu Group–ის ხელმძღვანელებთან, ეწვევა  ISUZU- ქარხანას და თბილისისთვის განკუთვნილ ავტობუსებს დაათვალიერებს

თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა და ტენდერში გამარჯვებულ კომპანიაჯი თი გრუპსშორის 220 ახალი, თანამედროვე EURO 6-ის სტანდარტის, 8-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვის ხელშეკრულება მიმდინარე წლის 24 აპრილს გაფორმდა.

ISUZU-  მარკის 8-მეტრიან ავტობუსები გათვლილი იქნება 53 მგზავრზე და სრულად ადაპტირებული შშმ პირთათვის. ავტობუსებში უზრუნველყოფილი იქნება ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირების და ვენტილაციის სისტემა, საინფორმაციო ხმოვანი სისტემა, ანტივანდალური ვიდეო მონიტორინგის სისტემა, ასევე usb-დამტენები და WiFi.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...