კახა კალაძე სახელმწიფო უწყებებს: არცერთი ტყუილი არ გაუტაროთ “რუსთავი 2”-ს

„მინდა მოვუწოდო ყველა სახელმწიფო უწყებას, არცერთი ტყუილი არ გაუტარონ ამ ტელეკომპანიას“ – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ გაკეთებული სიუჟეტებთან დაკავშირებით დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

“მინდა შევეხო ისევდაისევ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის სიცრუეებს. მთავრობის სხდომას ვერ ვატარებ, რომ არ მომიწიოს პასუხი გაცემა სიცრუის მანქანაზე და იმ ტყუილებზე, რომელსაც ავრცელებენ სხვადასხვა მიმართულებით და რადგან პასუხისმგებელი ვარ მერიაზე, მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტებზე და საკითხებზე, ვალდებული ვარ საზოგადოებას მივაწოდო სწორი ინფორმაცია.

მინდა მოვუწოდო ყველა სახელმწიფო უწყებებს, არცერთი ტყუი და სიცრუე არ გაუტარონ ამ ტელეკომპანიას.
ამას ისმენს საზოგადოება, მოსახლეობა და ბევრს შემდეგ ეს ჰგონია სიმართლე. ამიტომ ყველა ტყუილზე უნდა ითქვას სიმართლე,

სხვათა შორის არ მახსოვს როდის იყო და სად კვლევა გაკეთებული მაგრამ, “რუსთავი 2”-იდან მოწოდებული ინფორმაციის 80% არის სიცრუე.

რამდენიმე დღის წინ, 6 დეკემბერს გაკეთდა სიუჟეტი თითქოს 61 ათასი ბაღის აღსაზრდელი დარჩა საკვების გარეშე. სრულიად გაუგებარია, საიდან მოაქვს ეს ინფორმაცია და რატომ აწვდიან სიცრუეს მოსახლეობას.

ეს სიუჟეტი გავიდა 6 რიცხვში, და არადა ტენდერი კვებაზე გამოცხადებული იყო 4 რიცხვში და დღეს მთავრდება, და გვეცოდინება გამარჯვებული.

ამიტომ, მოვუწოდებ “რუსთავი 2″-ს თავი დაანებონ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას. ჩვენ რა თქმა უნდ ამის საშუალებას არ მივცემთ”, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად