კახა კალაძე: სააკაშვილისგან ბოლო დღეებში ბევრ სისულელეს ვისმენთ, ჩვენი ხელისუფლება იცავდა დაიცავს ქვეყნის ინტერესებს

“ქართული ოცნების” გენერალური მდივანი კახა კალაძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბრალდებას გამოეხმაურა, თითქოს დღევანდელი ხელისუფლება პუტინის დავალებებს ასრულებს და ჰააგაში არასწორი დოკუმენტაცია არის გადაგზავნილი.

ამის შესახებ კახა კალაძე, ასეთი კომენტარი გააკეთა:

“ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში ძალიან ბევრ სისულელეს ვისმენთ ამ ადამიანისგან და თუ გადავხედავთ წარსულს არ უნდა გაგვიკვირდეს. ეს კონკრეტული განცხადებაც არ უნდა გაგვიკვირდეს, თუმცა საქმე ეხება ზოგადად ქვეყანას, ქვეყნის ინტერესებს.ჩვენს ქვეყანას ჰყავს ხელისუფლება რომელიც ყოველთვის იცავდა და დაიცავს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს.

ის, რაც მოხდა 2008 წელს მაშინდელმა ხელისუფლებ არაფერი არ გააკეთა იმისთვის, რომ რეალურად აერიდებინა ეს დიდი ტრაგედია, სადაც ჩვენ დავკარგეთ ტერიტორიების დიდი ნაწილი, გვყავს მრავალი გარდაცვლილი ადამიანი, ჩვენი გმირი ჯარისკაცები. ჩვენ ყოველთვის ჩვენჯ ქვეყნის ინტერესებს დავიცავთ”, – განაცხადა კახა კალაძემ კახეთში მაჟორიტარების წარდგენისას ჟურნალისტებთან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად