კახა კალაძე: “რადიო ქალაქის” პროექტი 23 მილიონ ლარად გაიყიდა

ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

“მუხიანში რადიოქარხნის ტერიტორია იყო ჩემს წინასაარჩევნო დაპირებაში . ჩვენ გვინდა განვავითაროთ პროექტი, რომელიც იქნება , გლდანისთვის , მუხიანისთვის, თემქისთვის ერთგვარი მიზიდულობის ცენტრი.

ყოფილი რაო ქარხნის ტერიტორია გამოტანილი იყო აუქციონზე და გვყავს გამარჯვებული კომპანია “ინდუსტრიული ქალაქი”. პროექტი გაიყიდა 23 მლნ ლარად.

“კოლიერსის“ მიერ შემუშავებული კონცეფციის მიხედვით, აქ უნდა მოეწყოს კვების ობიექტები, სავაჭრო სივრცეები, ღამის კლუბი, მულტიფუნქციური საკონცერტო სივრცე, საგამოფენო სივრცე, ფიტნეს და სხვა ტიპის სპორტული სივრცეები, საცურაო აუზი, სარეკრეაციო სივრცე, კინოთეატრი, გასართობი ცენტრი, მედიათეკა, მინი საბავშვო ქალაქი, მეცნიერებათა მუზეუმი, კულინარიის სივრცე, სამუშაო-საწარმოო სივრცე და ა.შ. გამარჯვებული ჯგუფი საკმაოდ წარმატებული ჯგუფია. ეს არის ჯგუფი რომელიც დედაქალაქში ფლობს მნიშვნელოვან და საინტერესო ობიექტებს, როგორიც არის სასტუმრო “ რუმსი”, სასტუმრო “ სტამბა “ , “ ფაბრიკა “ და ა. შ.

დარწმუნებული ვარ ჩვენ ძალიან მაგარ პროექტს გავაკეთეთ . არამხოლოდ ცენტრალურ უბნებზე გვაქვს ყურადღება გამახვილებული, ასევე გარეუბანშიც გვქნება ერთ -ერთი ძალიან მაგარი პროექტი და მიზიდულობის ცენტრი -“ განაცხადა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად