კახა კალაძე: „ოცნების“ მთავარი მიზანია, სწრაფად გავხდეთ დიდი ევროპული ოჯახის წევრი

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან მმართველის გუნდის 8 წლიან საქმიაობაზე ისაუბრა.
მისი თქმით, „ოცნების“ მთავარი მიზანია საქართველო სწრაფად გახდეს ევროპული ოჯახის წევრი.

“ამ 8 წლიან პერიოდში შეიძლება ავიღოთ ყველა მიმართულება და დარგი, რამდენი რამეა გაკეთებული. შეიძლება დავიწყოთ განათლებით, ჯანდაცვით, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებით, სასამართლოს რეფორმით. ის რომ ჩვენი მოქალაქეები ქართული პასპორტით ევროპულ ქვეყნებში გადაადგილდებიან, თუმცა ჯერ დასრულებული არ არის, აუცილებელი მე-4 ტალღა.
ყველაზე მეტად ჩვენი ხელისუფლების პირობებში საქართველო დაუახლოვდა იმ დიდ ოჯახს რომელსაც ევროპა ქვია. მთავარი მიზანია – რაც შეიძლება ძალინ სწრაფად გავხდეთ ამ დიდი ოჯახის წევრი. თუმცა არის გამოწვევები. რა თქმა უნდა, თვითკმაყოფილებას არავინ მიეცემა. არის ქვეყენაში პრობლემები. სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გამოსასწორებელია. მითუმეტეს ამ პანდემიის ფონზე, რომელმაც სერიოზული პრობლემა შეუქმნა ეკონომიკას არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მსოფლიოს. ძალინ ბევრი იქნება სამუშაო მომდევნო 4 წლის განმავლობაში”, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად