კახა კალაძე: “ოცნებას” აქვს რეალური შანსი მაჟორიტარების ნაწილში პირველივე ტურში მოიგოს ყველა ოლქი

“ქვეყანაში ერთადერთ პოლიტიკური პარტია გახლავთ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, რომელსაც აქვს რეალური შანსი იმისა, რომ მაჟორიტარების ნაწილში პირველივე ტურში მოიგოს ყველა ოლქი და 60%-მდე არის იმის რესურსი უკვე პროპორციულში მიიღოს ხმათა რაოდენობა”, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

“კვლევები რომ გვერდით გადავდოთ, მე ყოველთვის ვამბობ და ახლაც გავიმეორებ, ყველაზე მნიშვნელოვანი არის საზოგადოების განწყობა, დამოკიდებულება, ჩვენ კავშირი მოსახლეობასთან არ გაგვიწყვეტია. შეიძლება ითქვას ყოველდღიურ რეჟიმში გვაქვს შეხვედრები და კომუნიკაცია საზოგადოებასთან, ამას ემატება საარჩევნო კამპანია, ჩავდივარ რეგიონებში, სადაც გვაქვს მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენა და ის განწყობა და დამოკიდებულებები რაც იკვეთება მოსახლეობის მხრიდან, გვაძლევს იმის  შესაძლებლობას რომ დღეს ქვეყანაში ერთადერთ პოლიტიკური პარტია გახლავთ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, რომელსაც აქვს რეალური შანსი იმისა, რომ მაჟორიტარების ნაწილში პირველივე ტურში მოიგოს ყველა ოლქი და 60%-მდე არის იმის რესურსი უკვე პროპორციულში მიიღოს ხმათა რაოდენობა”, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად