კახა კალაძე: ოპონენტებს შორის ფიზიკური დაპირისპირება კატეგორიულად მიუღებელია

თბილისის მერი კახა კალაძე თბილისის საკრებულოს დეპუტატებს შორის მომხდარ ინციდენტს ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერში სტუმრობისას გამოეხმაურა.

მისი განცხადებით, ოპონენტებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მიუღებელია.

„დღევანდელი ფაქტი , რომელიც საკრებულოში მოხდა, ძალიან სამწუხარო და ცუდია. არავისთვისაა სიახლე, რომ ხაბეიშვილი ყოველთვის დაკავებულია სიცრუით, ცილისწამებით, სიბინძურით. თუმცა, ნამდვილად მიუღებელია ფიზიკური დაპირისპირება. იმის მაგივრად, რომ ჩვენ ვიყოთ ოპონირების რეჟიმში, ვისაუბროთ ქალაქის პრობლემებზე, განსახორციელებელ პროექტებსა და პროგრამებზე , რაც აწუხებს დედაქალაქის მოსახლეობას, ოპოზიციის მხრიდან ვისმენთ და განსაკუთრებით ამით გამორჩეულია ლევან ხაბეიშვილი, პირად შეურაცხყოფას, ოჯახის წევრების შეურაცხყობას , ცილისწამებას და ძალიან ბევრ სიბინძურეს, რაც კატეგორიულად მიუღებელია. მე ძალიან ბევრჯერ გამიკეთებია განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა გადავიდეთ კონსტრუქციულ ურთიერთობაზე. შეიძლება გვქონდეს განსხვავებული დამოკიდებულებები სხვადასხვა საკითხზე, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას , რომ ერთმანეთი შეურაცხვყოთ, ცილი დავწამოთ, ყოველგვარი საფუძველის გარეშე, ათასგვარი სიბინძურე მოვუგონოთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რასაკვირველია ფიზიკური დაპირისპირება კატეგორიულად მიუღებელია“,-განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა კახა კალაძემ თანაგუნდელებს თავშეკავებისკენ მოუწოდა.

„წელს არის საარჩევნო წელი და ასეთი პროვოკაციები ძალიან ბევრი იქნება. მინდა, ყველას თავშეკავება ვთხოვო , იმიტომ რომ ამ პოლიტიკურ პარტიას, მხედველობაში მყავს ნაციონალური მოძრაობა, არანაირი რესურსი არ აქვს ხალხის თანადგომის, ხალხის მხარდაჭერის და ერთადერთი, რასაც ისინი ცდილობენ და ახერებენ, ეს არის დესტრუქციული ქმედებები. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვთხოვ ჩემს თანაგუნდელებს, მაქსიმალურად შეიკავონ თავი. საზოგადოება ყველაფერს ძალიან კარგად ხედავს და აფასებს. სწორედ საზოგადოება მიიღებს 2020 წლის არჩევნებზე გადაწყვეტილებას და გააკეთებს სწორ არჩევანს“,- განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად