კახა კალაძე: ოკუპაცია არის ყველაზე დიდი ბოროტება – არასოდროს შევეგუებით

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდა, სადაც მან 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

თბილისის მერის განცხადებით, ოკუპაცია არის ყველაზე დიდი ბოროტება, რასაც საქართველო არასოდეს შეეგუება.

„12 წელი გავიდა იმ საშინელი დღეებიდან ჩვენი ქვეყნისთვის, რომელსაც მოჰყვა უდანაშაულო ადამიანების სიკვდილი, ნგრევა და ტერიტორიების დაკარგვა. ოკუპაცია არის ყველაზე დიდი ბოროტება და არასოდეს არ შევეგუებით მას. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ და ვებრძოლოთ ოკუპაციას განათლებით, გონიერებით, ეკონომიკური განვითარებით, წინსვლით. ჩვენ აუცილებლად დავიბრუნებთ ჩვენს დაკარგულ ტერიტორიებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად